Tuesday, May 18, 2010

საქართველო კერპთაყვანისცემიდან–ქრისტიანობამდე


პროექტის სახელი:საქართველო კერპთაყვანისცემიდან – ქრისტიანობამდე
პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:ქართული წარმართული ღმერთები,მათი შერწყმა ქრისტიანობასთან.
პროექტის სრული აღწერა:ქართული ღმერთების ჩამონათვალი:არმაზი, გაც, გაიმ,ციური სხეულები;მზე,მთვარე ვარსკვლავები,სათაყვანო ცხოველები,მცენარეები ,ფრინველები.ქართული მითოსი,ქალღმერთები(ალი,დალი, ბარბარე,ყამარი) ტყის მცველი ოჩოპინტრე და ოჩოკოკი, მათი შექმნა,უარყოფითი და დადებითი მხარეები.მსგავსება მსოფლიო წარმართულ რელიგიებთან და ამავე დრო ქრისტიანობასთან.მათი გადმონაშთი დღევანდელობაში,კერპთშეწირვა,სხვადასხვა არაქრისტიანული რიტუალები,რომელიც ჯერ კიდევ ხდება,მიუხედავად ჩვენი ერის მრავალსაუკუნიანი მართმადიდებლობისა.
მონაწილეთა ასაკი:12–17
ვადები/ხანგრძლივობა:ორი კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ისტორიული მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით,ზღაპრები, ლეგენდები, მითები,ეთნოგრაფიული მასალები,ქრისტიანული სასწაულები,ერში ჯერ კიდევ შემორჩენილი დაუჯერებელი ამბების ჩაწერა–შეგროვება,
გაკეთდება ჩანახატები –თუ როგორი წარმოუდგენიათ კერპთა სახეები,გაიმართება დისკუსიები–რა აქვთ მათ საერთო ღმერთებთან და ადამიანებთან.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ქართული მითების საკლასო კუთხე,ისტორიული ალბომები,აუდიო–ვიდეო ჩანაწერების კრებული.
სარგებელი სხვებისთვის:აუდიტორია გაეცნობა,ქართულ წარმართულ რელიგიას,როგორც ქართველი ერის მდიდარ წარმოსახვას,მის მსოფ. მხედველობას,შემოქმედებით ბუნებას,ანტიკურ კულტურას,შეძლებს დაინახოს და დაუკავშიროს სხვადასხვა ერების რელიგიური კულტურა,გაავლოს პარალელები მათ წარმოშობასთან,ჩაურღმავდეს ქრისტიანობის აზრს და საჭიროებას, და საბოლოოდ გაეცნოს ჩვენი ერის, რელიგიის ისტორიის,უმნიშვნელოვანეს ნაწილს.
სამუშაო ენა:ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არ არიან.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,რელიგია,საინფორმაციო ტექნოლოგია.
პროექტის ფასილიტერატორი.ლელა ხითარიშვილი
ფასილიტატორის ელ ფოსტა:livaneishvili@gmail.com